BBC-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების შემდეგ ოპოზიციაში აზრი ორად გაიყო
“ბიბისი”-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების შემდეგ ოპოზიციაში აზრი ორად გაიყო. ნაწილს, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობას”, ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კეზერაშვილის კავშირის არ სჯერა, თუმცა ვერც იმას ამბობენ, რომ “ბიბისი”-ს არ ენდობიან, განსხვავებით თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან, რომელიც ყველაზე სანდო მაუწყებელს უნდობლობას უცხადებს და სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.
