დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში შესწორება შევიდა
ადამიანს ოლიგარქად, მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო ცნობს. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში შესწორება შევიდა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე კორექტირებული ვერსიით, ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება, ჩაატაროს მოკვლევა, რათა გაარკვიოს, არის თუ არა ადამიანი ოლიგარქი.
