ტაივანის სრუტეში ვითარება დღითიდღე მწვავდება
ტაივანის სრუტეში ვითარება დღითიდღე მწვავდება. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერისა და ტაივანის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, კუნძულთან ჩინეთის სამხედრო აქტივობა შეინიშნება. პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატები და ფილიპინები რეგიონში ერთობლივ, მასშტაბურ სამხედრო წვრთნას ატარებენ, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. ტაივანი მიიჩნევს, რომ ჩინეთი ომისთვის ემზადება.
