სააკაშვილის დაუმსახურებელი ჯილდო
უტიფრობა და შეურაცხყოფა - ჯილდო თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, პოლონეთში სააკაშვილს აჯილდოებენ. ადამიანს, რომელიც სასამართლომ ვალერი გელაშვილის სასტიკად ცემაში, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სახელმწიფო მოხელეთა მონაწილეობის მიჩქმალვაში, ასევე დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და ახლა 7 ნოემბრის საქმესა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთას ედავება. მანამდე კი ადამიანის უფლებების დაცვისთვის ჯილდო ერთერთმა ნორვეგიულმა პარტიამ გადასცა და ეს იმ ფონზე, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულებზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც თქვა. მსგავსი ქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მსხვრეპლთა დაცინვად უკვე შეფასდა.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
