უკრაინაში დასავლური ქვეყნების სპეციალური სამხედრო ძალების პერსონალი იმყოფება
უკრაინაში დასავლური ქვეყნების სპეციალური სამხედრო ძალების პერსონალი იმყოფება - ინფორმაცია პენტაგონიდან გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტებიდან ამოიღეს. სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, სპეც-რაზმის ყველაზე დიდი კონტიგენტით წელს უკრაინის ტერიტორიაზე გაერთიანებული სამეფოა წარმოდგენილი- საუბარია 50 თანამშრომელზე. ასევე სპეცრაზმის წარმომადგენლობა ჰყავს ნატოს სხვა სახელმწიფოებსაც მათ შორის ლატვიას, საფრანგეთს და შეერთებულ შტატებს. ამერიკის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ვაშინგტონი საიდუმლო დოკუმენტების გავრცელების ფაქტებზე გამოძიებას განაგრძობს.
