ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულმა პირებმა 2023 წლის მარტსა და აპრილში, 3050 დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს 6100 დოლარის ყალბი კუპიურები.
