ევროპარლამენტისა და უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატები ერთობლივ სხდომას პირველად გამართავენ
„ოთხშაბათს დაგეგმილი შეხვედრის მიზანია ევროპარლამენტისა და უკრაინის უმაღლესი რადის კომიტეტების თავმჯდომარეების შეკრება, რათა განიხილონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზა, ასევე სოლიდარობის გამოხატვა კიევისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის რუსეთის შემოჭრას”, - წერია ევროპარლამენტის განცხადებაში.
