აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა, არიან დაჭრილები და დაღუპულები. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა ექვსი ადამიანი. აზერბაიჯანული მედია კი ამბობს, რომ თავდაცვის უწყება სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს. სამინისტროს განცხადებით, თავდაპირველად სომეხმა ჯარისკაცებმა გახსნეს ცეცხლი ლაჩინის მიმართულებით, რასაც აზერბაიჯანული მხარის რეაგირება მოჰყვა. ამდროისთვის ვითარება სტაბილურია.
