ბერლინის საგამოფენო ცენტრის დირექტორის მადლობას პრემიერს
ბერლინის საგამოფენო ცენტრის გენერალური დირექტორი და უფროსი ვიცე-პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის. წერილში ნათქვამია, რომ ბერლინისთვის საამაყო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა 2023 წელს პირველად გაიმართა პანდემიის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ და ისევ იქცა დარგის მოთამაშეებისა და ენთუზიასტების თავშეყრის უმსხვილეს საერთაშორისო პლატფორმად, ხოლო საქართველომ განუყოფელი როლი ითამაშა ამ ღონისძიების მოწყობის საქმეში.
