სააკაშვილის სარჩელი
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სტრასბურგში სარჩელი გაგზავნილია. ადვოკატები სასჯელის გადავადებას ითხოვენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სააკაშვილის უფლებადამცველებს კონკრეტული ფაქტებით მოუწევთ საუბარი, თუმცა უმრავლესობის თქმით, არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნისას, მისი რომელიმე უფლება დაირღვა.
