9 ოპოზიციონერი დეპუტატი შსს-ს მინისტრს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს
9 ოპოზიციონერი დეპუტატი შსს-ს მინისტრს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს. კანონმდებლებს კითხვები აქვთ 7 – 9 მარტის აქციებთან დაკავშირებით. კერძოდ, რამდენად იყო პროპორციული ძალა გამოყენებული აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ და დაისაჯნენ თუ არა ცალკეული სამართალდამცველები, რომლებმაც, დეპუტატების მტკიცებით, უფლებამოსილებას გადაამეტეს.
