უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით საქართველო დადებითი ნიშნით შეფასდა
უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით საქართველო დადებითი ნიშნით შეფასდა. ის ბოლო 6 წლის მაქსიმუმზეა და რეგიონში ლიდერობს. დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასება ზედიზედ მეცხრე წელს (2013-2022) დადებითი ქულით აღინიშნა.
