ოპოზიცია პოზიციას ცვლის და პრეზიდენტს კიდევ ერთი თხოვნით მიმართავს
ოპოზიცია პოზიციას ცვლის და პრეზიდენტს კიდევ ერთი თხოვნით მიმართავს - არ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა. მიზეზი ოპოზიციაში არსებული მორიგი დაპირისპირებაა. როგორც თავად განმარტეს, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შესაქმენლად საკმარისი ხმები არ აქვს, რადგან ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ ქვეყანა მოულოდნელად დატოვეს.
