მაკრონის განცხადება
ევროპამ უნდა შეამციროს შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება და თავიდან აირიდოს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ტაივანის საკითხზე კონფლიქტში ჩათრევა. განცხადება ემანუელ მაკრონმა გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ თემაზე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ისაუბრა.
