ჩრდილოეთ მაკედონიის პირველი დიპლომატის ვიზიტი
ეუთოს თავმჯდომარე, ჩრდილო მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით, საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში, ბუიარ ოსმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, რეგიონში არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
