ინტერვიუ ისრაელის ელჩთან
„რამდენიმე დღეა, ისრაელი თავდასხმის სამიზნეა“ - აცხადებს ისრაელის ელჩი საქართველოში. “ქრონიკასთან” ინტერვიუში, ჰადას მეიცადმა განმარტა, რომ ბოლო დღეებში ისრაელში განვითარებული მოვლენები, მათ შორის 7 აპრილს, ტაძრის მთაზე, ალ-აქსას მეჩეთში მომხდარი დაპისირპირება, სარაკეტო იერიშები ისრაელის ტერიტორიის მისამართით, თავდასხმები ისრაელისა და ბრიტანეთის მოქალაქე ორ ქალსა და იტალიელ მამაკაცზე, ერთმანეთთან არის კავშირში და ყველაფრის უკან „მოძრაობა ჰამასი“ დგას. საქართველოში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ მისი მთავრობა აკეთებს ყველაფერს ვითარებიის დეესკალაციისა და კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით.
