შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის “იუნისეფის” წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის “იუნისეფის” წარმომადგენელთან, ხასან ხალილთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შალვა პაპუაშვილმა მას საქართველოს მხარდაჭერისა და ბავშვთა უფლებათა საკითხებზე გაწეული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა.
