სიახლე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში
პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება. ცვლილება დადგენილებაში დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილეს. სიახლის მიხედვით, საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი-10% იქნება, ზედა ზღვარი კი 500 ლარს არ აღემატება. ცვლილებები პენსიონერების გარდა 0-დან 5 წლამდე ბავშვებს, შშმ და მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებსა და სტუდენტებს შეეხებათ.
