პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, ამერიკა ვოლოდიმირ ზელენსკის უთვალთვალებდა
დოკუმენტებით ირკვევა რომ შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებას უკრაინის პრეზიდენტის კომუნიკაციებზე ჰქონდა წვდომა. ანგარიშში განმარტებულია, რომ თებერვლის ბოლოს ვოლოდიმირ ზელენსკი როსტოვის ოლქში რუსულ სამხედრო ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვას თვალთვალის ფაქტი არ უკვირს.
