ვითარება უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ჯარების მეთაურის განხცადებით, ბახმუტში რთული ვითარებაა, მაგრამ კონტროლირებადი. მისი განმარტებით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკის გამოყენება დაიწყეს. როგორც შეიარაღებული ძალების მეთაურმა აღნიშნა, რუსი სამხედროები შენობებს საჰაერო დარტყმებით ანადგურებენ.
