საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა. სამაშველო ოპერაცია ზვავსაშიშროების გამო დროებით შეჩერდა და დღეს განახლდება. პრეზიდენტმა მაკრონმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
