აფეთქება მარსელში
საფრანგეთის ქალაქ მარსელში აფეთქების შედეგად 2 შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც, მინიმუმ, 5 ადამიანი დაშავდა. ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
