რომის პაპის სააღდგომო მესა
რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში სააღდგომო მესა აღავლინა. ქადაგებას წმინდა პეტრეს მოედანზე ასი ათასამდე ადამიანი დაესწრო. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მსოფლიოში ყველა კონფლიქტის შეწყვეტის ხელშეწყობისკენ მოუწოდა. კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ ბევრი ქვეყანა საზღვრებს უხსნის მიგრანტებს, რომლებიც ომებსა და სიღარიბეს გაურბიან. პაპმა ილოცა მათთვისაც, ვინც თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგა. ქადაგებისას პაპი, უკრაინის ომსაც შეეხო. „დაეხმარე ძვირფას უკრაინელ ხალხს მშვიდობისკენ გზაზე და აზიარე აღდგომის სინათლეს რუსეთის ერი. დაეხმარე ტყვეებს ოჯახებში დაბრუნებაში.“-აღნიშნა პაპმა.
