მაკრონის პოზიცია
ევროპამ უნდა შეამციროს შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება და თავიდან აირიდოს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ტაივანის საკითხზე კონფლიქტში ჩათრევა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, დიდია რისკი იმისა, რომ ევროპა არასაჭირო კრიზისში ჩაითრიონ. მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპა უნდა იყოს მესამე ძალა ტაივანის საკითხში და არ უნდა გახდეს ვაშინგტონის ან პეკინის პოზიციის მხარდამჭერი.
