ხაბეიშვილის მორიგი არშემდგარი აქცია
“ნაციონალური მოძრაობის” აქცია ლოზუნგით - „ერთად ევროპაში“ რუსთაველის გამზირზე საათნახევარში დასრულდა. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება, სანქცირებული მოსამართლეების გადადგომა, სააკაშვილისა და გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლება და დეოლიგარქიზაციის, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გატარება მოითხოვა. მმართველ პარტიაში “ნაცმოძრაობის” მიერ აქციის 9 აპრილს ჩატარებას, სპეკულაცია უწოდეს.
