ფარული აუდიოჩანაწერი და მიმართვა კელი დეგნანს
სოციალურ ქსელში ხელახლა ვრცელდება ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბარს ასახავს. ამ ჩანაწერს ახსენებენ კელი დეგნანს და სვამენ მთავარ კითხვას - თუ რატომ არ მოხდა ფაქტზე რეაგირება და თავისდროზე სანქციის ამოქმედება. გვარამია მოქმედ მოსამართლეს რუსთავი ორის საქმეზე გადადგომის სანაცვლოდ თანხას სთავაზობდა. ჩანაწერში გვარამია ამბობს რომ 6 მილიონიდან გარკვეულ თანხას მოსამართლეს მისცემდა.
