პრეზიდენტი სხვადასხვა სფეროს ქალ წარმომადგენლებს შეხვდა
პრეზიდენტმა აქცენტი 9 აპრილის მნიშვნელობასა და ამ დღის შედეგებზე გაამხავილა. მისი განცხადებით აღნიშნულ ბრძოლაში ქალების როლი განსაკუთრებულად დიდია. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის ნანა მახარაძე ხოლო, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის ნანა მალაშხია ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
