საქართველოს დროშის ფერებში განათებული 9 აპრილის მემორიალი
საქართველოს დროშის ფერებში განათებულ 9 აპრილის მემორიალთან, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა ახალგაზრდებთან და საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრებთან ერთად ყვავილები მიიტანეს. სიმბოლურად, ტიტებით შეამკეს რუსთავის დამოუკიდებლობის ხეივანიც.
