რვა წელი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამიდან
8 წლის წინ საქართველოში ერთმა ინოვაციურმა და რევოლუციურმა პროგრამამ სტარტი აიღო. 8 წლის წინ სლოგანს, ცხოვრება ცე ვირუსის გარეშე, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი მონაცემები ამ სკეპტიკოსებს საბედნიეროდ წამგებიან პოზიციაში ამყოფებს. 2015 წელს ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებამდე, ინფიცირებულთა რიცხვი 150ათასს შეადგენდა. 2023 წელ დაავადება 67% შემცირებულია. დღემდე, ელიმინაციის პროგრამის მიხედვით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ადამიანებს საშუალება აქვთ სრულიად უფასოდ ჩაიტარონ სკრინინგი და დადასტურების შემთხვევაში იმკურნალონ. პროგრამა მუშაობს და ექიმებს ასეთი ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველსაც აძლევს, რომ 2025 წელს ქვეყანა სრულ ელიმინაციაზე ისაუბრებს. ხატია იობიძე გვიამბობს, როგორ ამარცხებს საქართველო ცე ვირუსს.
სიუჟეტის ავტორი: ხატია იობიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
