საარჩვნო შეხვედრები
29 აპრილს შუალედური არჩევნებია. კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აწარმოებენ. „ქართულმა ოცნების“ მერობის კანდიდატი ცაგერის მუნიციპალიტეტში ლევან ზალკალიანია, თერჯოლის მუნიციპალიტეტში კი მანუჩარ რობაქიძე. ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად გიორგი ხახუბიას კანდიდატურაა დასახელებული. შუალედური არჩევნები ჩატარდება ასევე გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში, სადაც ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში, საკრებულოების გამოკლებული მაჟორიტარი დეპუტატების ადგილმონაცვლეებს აირჩევენ.
