ისრაელმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა
თელ ავივსა და დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი თავდასხმების შემდეგ ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანია ჰუმ პოლიციის სარეზერვო ქვედანაყოფებისა და ისრაელის თავდაცვის ძალების წევრების მობილიზების განკარგულება გაცსა. „პრემიერ მინისტრმა, ტერორისტულ თავდასხმებთან დაპირისპირების მიზნით, ისრაელის პოლიციას დაავალა სასაზღვრო პოლიციის ყველა სარეზერვო ქვედანაყოფის მობილიზება და თავდაცვის ძალებს დამატებითი ძალების მობილიზება უბრძანა“ - აღნიშნულია ნეთანია ჰუს ოფისის განცხადებაში.
