„სტრატეგია აღმაშენებლის“ ყრილობა
“სტრატეგია აღმაშენებლის” რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართა, სადაც განახლებული პოლიტიკური საბჭო და პარტიის თავმჯდომარე აირჩიეს. ყრილობას სხვა პარტიის ლიდერებიც ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლის დროს, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის საერთო სამოქმედო სტრატეგიაზე ისაუბრა, მხარდამჭერებს სამომავლო გეგმები გააცნო და ხელისუფლების ცვლილებისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.
