პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში
პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთად გაბალის მომსახურების ცენტრში „ასან სერვისში“ იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მომსახურების ცენტრი დაათვალიერა და მუშაობის პრინციპს გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა გაბალის სურსათის გადამამუშავებელი საწარმოც დაათვალიერა. გაბალის სურსათის გადამამუშავებელი საწარმო 1 ჰექტარ ფართობზე მდებარეობს და ყველაზე მოწინავე საკონსერვო ქარხანაა სამხრეთ კავკასიაში. ეს ქარხანა აწარმოებს 100-მდე სახეობის პროდუქტს, წელიწადში ამუშავებს დაახლოებით 70 ათას ტონა ხილს და ყოველ წლიურად აწარმოებს 210 ათს ტონა წვენსა და ნექტარს. ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება არა მარტო შიდა ბაზარზე, არამედ ექსპორტზეც გადის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკაში, საბერძნეთში, გერმანიაში, ესტონეთში, ლატვიასა და საქართველოში.
