შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტორში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრის მიზანს საქართველოში ამერიკის საელჩოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტების განხილვა, ანალიზი და ერთგვარი შეჯამება წარმოადგენდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზეც ისაუბრეს.
