„ახალგაზრდული ფორუმი - მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისათვის“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევრო ინტეგრაციისათვის“ გაიმართა, რომელიც მინისტრმა ოთარ შამუგიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრმა ქვეყნისთვის ევრო ინტეგრაციის პროცესისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განათლების პოპულარიზაციის საჭიროებაზე.
