სროლა იორდანიის დასავლეთ ნაწილში
თელ ავივში მამაკაცი ქალაქის სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეებს ავტომობილით დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით დაღუპული იტალიის მოქალაქეა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ამოტრიალდა ავტომობილი და როგორ გაუხსნა ცეცხლი ისრაელის პოლიციის ოფიცერმა თავდამსხმელს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მანამდე კი, დასავლეთ სანაპიროზე სროლის შედეგად ორი ქალი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.
