პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთმა ნაწილმა გაჟონა
ინტერნეტ სივრცეში პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთმა ნაწილმა გაჟონა. ცნობას გამოცემა ნიუ იორკ თაიმსი ავრცელებს და იუწყება, რომ მასალების ნაწილი შტატებისა და ნატოს მიერ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთს ეხება. ანალიტიკოსების ცნობით, ღია წვდომაში 100-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი აღმოჩნდა. ანონიმურობის პირობით სამმა მაღალჩინოსანმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ ამ გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, პრო რუსული ელემენტები დგანან. პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო გასაჯაროებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. შიდა მოკვლევა მიმდინარეობს პენტაგონშიც.
