კათოლიკურმა სამყარომ წითელი პარასკევი აღნიშნა
კათოლიკურმა სამყარომ წითელი პარასკევი აღნიშნა. მორწმუნეებმა სხვადახვა ქვეყნებში გოლგოთის გზის იმიტირებული, ზოგან კი თეატრალიზებული მსვლელობები მოაწყვეს. ცერემონია გაიმართა იტალიაშიც, თუმცა პირველად მასში მონაწილეობა რომის პაპს არ მიუღია. ვატიკანის ცნობით, პაპს წითელი პარასკევის მსვლელობაში მონაწილეობისაგან თავის შეკავება მედიკოსებმა ჯანმრთელობის გამო ურჩიეს.
