მოხსნილი შეზღუდვები
ილონ მასკის მიერ ტვიტერის შეძენის შემდეგ სოციალურ ქსელში რუსულ სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებულ ანგარიშებს შეზღუდვები მოეხსნა. ამის შესახებ გამოცემა ტელეგრაფი წერს. ბოლო დროს ტელეგრაფის ჟურნალისტების მიერ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენეს, რომ რუსული სახელმწიფო უწყებების ანგარიშები წარმოდგენილია ძებნის შედეგების ჩამონათვალში რეკომენდებულებს შორის. კერძოდ, შეზღუდვები ნამდვილად არ მოქმედებს ვლადიმირ პუტინის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ანგარიშების მიმართ.წერს გამოცემა.
