რუსეთმა ამერიკული გამოცემის ჟურნალისტს ბრალი წაუყენა
რუსეთმა ამერიკული გამოცემა უოლ ტსრიტ ჯორნალის, ჟურნალისტს, ევან გერშ კოვიჩს ჯაშუშობის მუხლით ბრალი წაუყენა. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ცნობით 32 წლის ჟურნალისტმა „ეფესბეს“ მიერ წარდგენილი ბრალდება არ აღიარა და განაცხადა, რომ რუსეთში მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული. ჟურნალისტი 30 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ვერსიით, ამერიკული მხარის დავალებით ის აგროვებდა ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს და რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ერთერთი საწარმოს საქმიანობას ეხებოდა.
