ენგურის ხიდი ცალმხრივად დაიკეტა
ენგურის ხიდი ცალმხრივად დაიკეტა, ორმხრივად დაკეტილია ფახულანი-საბერიოს ე.წ. გამშვები პუნქტი. ამ ეტაპზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა მოქალაქეებს ენგურის გავლით, ცალმხრივად, მხოლოდ გალის მიმართულებით შეუძლიათ.
