ვინ არის აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი
სპეციალისტი ევრაზიის საკითხებში, რომელიც გასული თვის აქციების ორგანიზატორებს ატრენინგებდა. მარშალ ქომინსი ამერიკის მოქალაქეა, რომელსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ადამიანი ეგრეთწოდებული კრიზის-მენეჯერია და ახლო კონტაქტები აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ასევე ცნობილია, როგორც რევოლუციების მოწყობის ტრენერი. ის მარტის აქციებამდე რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა თბილისში. ის რომ ქომინსს, რამდენიმე დღის წინ საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც ადასტურებს. არის თუ არა ეს კონკრეტული ფაქტი კავშირში, შეერთებული შტატების მიერ, ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან?
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
