ჩინეთმა ტაივანის სრუტეში სამხედრო პატრულირება დაიწყო
სპეციალური სამდღიანი საპატრულო ოპერაცია, ტაივანის სრუტის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში ჩატარდება. ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის განცხადებით, ოპერაცია ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტარდება და გემების ადგილზე ინსპექტირებას მოიცავს.
