2 აპრილი ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა
თავდაცვის მინისტრმა, გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო გენერლის მშობლიურ სოფელში, კასპის რაიონის სოფელ სასირეთში. ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და ეროვნული გმირის ღვაწლი და საქართველოს წინაშე მისი დამსახურება კიდევ ერთხელ გაიხსენა.
