ენტონი ბლინკენის განცხადება
მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ ინფორმაცია, ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით გახდა ცნობილი. სადაც აღნიშნულია, რომ ამ მოსამართლეებს გაუუქმდათ მოქმედი ვიზები შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო, სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც. ენტონი ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, რომლებიც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებენ საჯარო უფლებამოსილებას. ამერიკის სახელმწიფო მდივანი განცხადებას "ტვიტერის" საკუთარ გვერდზეც ავრცელებს.