ბრენდის გაყალბება
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონში, საცხოვრებელ სახლებში მათ მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საამქროები, სადაც აფასოებდნენ იაფფასიან სარეცხ ფხვნილებს ბრენდირებული სარეცხი საშუალებების სასაქონლო ნიშნით.