პუტინი: აშშ-სთან ურთიერთობა ღრმა კრიზისშია
რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა დღეს ღრმა კრიზისშია. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ამერიკის ახალ ელჩს, ლინ ტრეისის განუცხადა. პუტინმა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს დააკისრა. მისი თქმით, რუსეთთან კონფლიქტამდე უკრაინა 2014 წელს ვაშინგტონის მიერ რევოლუციის მხარდაჭერამ მიიყვანა.
