უკრაინამ და პოლონეთმა სამხედრო დახმარების შესახებ ახალ შეთანხმებას მიაღწიეს
უკრაინამ და პოლონეთმა სამხედრო დახმარების შესახებ ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ პოლონეთში საგანგებო ვიზიტით ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. დახმარების ფარგლებში უკრაინა პოლონეთისგან „როსომაკის“ ტიპის 100 ჯავშანმანქანას, „რაკის“ ტიპის თვითმავალ ნაღმმტყორცნებსა და „პიორუნის“ ტიპის საზენიტო კომპლექსებს მიიღებს.
