ვითარება უკრაინაში
საოკუპაციო ძალები დონბასში პოზიციების გაუმჯობესებას უშედეგოდ ცდილობენ. ყველაზე ცხელ წერტილად, კვლავ ბახმუტი რჩება, რომლის დასავლეთ ნაწილშიც, ამ დრომდე რჩებიან უკრაინელი მებრძოლები. მძიმე ბრძოლებია ავდეევკისა და მარინკის მიმართულებითაც. ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტთა 40-მდე შეტევა მოიგერიეს.
