პოლონეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი ჯილდო "თეთრი არწივის ორდენი“ გადასცა
პოლონეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი ჯილდო „თეთრი არწივის ორდენი“ გადასცა. ანჟეი დუდას თქმით, ზელენსკიმ ჯილდო პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და უსაფრთხოების გაძლიერების სფეროში შეტანილი წვლილისთვის დაიმსახურა.
